მოდებაძე  ზურაბ სულიკოს ძე
მოდებაძე  ზურაბ სულიკოს ძე

მოდებაძე  ზურაბ სულიკოს ძე (12.VI.1964, რუსთავი - 13.VII.2024, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტი (1986) და ასპირანტურა გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით (1989). მ. ზ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „მონოარხულ გამოთვლით ქსელში კავშირის მიკროპროცესორულ მოწყობილობათა პროგრამული უზრუნველყოფის გაწყობისა და გამართვის სისტემურ საშუალებათა კომპლექსი“(1993). მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (JINR, რუსეთი, 1987-1996) და იყო იქ შექმნილი ჰეტეროგენური კომპიუტერული გამოთვლითი ლოკალური ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის თანაავტორი. მ. ზ. იყო თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში არსებული სატელიტური კავშირის ქსელის, აპარატურისა და სერვერების ადმინისტრატორი (1996-2006). აღნიშნული სატელიტური ანტენის დადგმა განხორციელდა NATO/INTASS-ის დაფინანსებითა და მისი აქტიური მონაწილეობით (1996). პირველად, სწორედ ამ ინტერნეტ სივრცეში ჩაერთნენ საქართვ. უნ-ტები და მეცნ. აკადემიის ინ-ტები. მ. ზ. იკავებდა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტ. უფროსის პოზიციას (2006-2009). მ. ზ. აქტიურად თანამშრომლობდა CERN-ისა და JINR-ის სამეცნ. საზ-ებთან: მონაწილეობდა H2020 ევროკომისიის სამეცნ. პროექტის კვლევითი თემატიკის მიმართულებით ნომრით - 675121, სახელწოდებით VI-SEEM (2016-18). არის 34-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობაც გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: ,,Fuzzy Choquet Integral Aggregations in Multi-Objective Emergency Service Facility Location Problem” (Bull. Georg. Nation. Acad. Scie., 12, 1, 45-53, 2018); „Network and computing infrastructure for scientific applications in Georgia“ (Phys.Part.Nucl.Lett. 13, 5, 681-684, 2016); „GSeaGen: The KM3NeT GENIE-based code for neutrino telescopes“ (Comput.Phys.Commun.  256, 107477, 2020). მ. ზ. კითხულობდა სხვადასხვა ლექციების კურსს როგორც სახელმწ., ისე კერძო უნ-ტებში, მათ შორის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. და საქართვ. ტექ. უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტებზე. კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 10-ზე მეტი გრანტი ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდებიდან. მ. ზ.-ს ჰქონდა სამეცნ. საქმიანობის 39 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.